ქვემო ქართლის დერბში გამარჯვებული „ოვერტაიმში” გამოვლინდა

0
91

დღეს, რუსთავში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო, დაძაბული და დრამატული მატჩი გაიმართა. ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფმა რუსთაველებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ მარნეულის “დელტას” უმასპინლეს და დამატებით დროში – 101:99 დაამარცხეს.

ეს მატჩი მოკლე დროში გაბათილებული სხვაობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა ბოლო წლების ქართული კალათბურთის ისტორიაში. მატჩის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე მარნეულელები 14 ქულით – 83:69 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ მოკლე დროში მასპინძლებმა მცირე სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს. რუსთაველებს მოგება ძირითად დროშივე შეეძლოთ, თუმცა გოგა ცეკვავამ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა.

ძირითადი დროის ბოლო 3 წუთში და დამატებით 5-წუთეულში რუსთაველებმა ჯამში 8 სამქულიანი ჩააგდეს 4 რეზო ჩაჩანიძემ და 4 ადამ ბლეიზეკმა. ამ უკანასკნელმა ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ერთ შეტევაში 5 ქულა მიითვალა. 83:72 მოლიდერე “მარნეულის” ამერიკელი ლეგიონერი, ნიკოლას ნილი ბლეიზეკზე არასპორტულად დაჯარიმდა, რუსთაველთა უკანახაზელმა კი ორივე საჯარიმოც ჩააგდო და წამებში სამქულიანიც მიითვალა. შემდეგ ჩაჩანიძის ჯერიც დადგა, რომელმაც ორი შეტევაში სამქულიანი მიითვალა და ამ გარდატეხის შემდეგ გადავიდა თამაში ოვერტაიმში.

ჯიბიდან ამოჭებული გამარჯვების მიუხედავად, მარნეულელები არ გატყდნენ და დამატებით დროში ქულას ქულაზე აგდებდნენ და ბოლო წუთზე 3-ქულიანი ლიდერობა და შეტევა მათი იყო. “დელტას” მოთააშეებმა მიუტევებელი 2 შეცდომა დაუშვეს. ორჯერ ზედიზედ დაკარგეს ბურთი, რასაც რეზო ჩაჩანიძზემ ორქულიანით უპასუხა და 1 ქულით ჩამორჩენილ “რუსთავს” თამაშის გადასარჩენად 22 წამი დარჩათ. ბურთი მეტოქის ნახევარზე ადამ ბლეიზეკმა გადაიტანა და გზაში ის კინაღამ ორჯერ დაკარგა. ნიკ ნილს ძალიან ცოტა დააკლდა ჩაჭრამდე, თუმცა ბლეიზეკმა ბურთი შეინარჩუნა და სამქულიან ნიშნულამდე არმისული, დაახლოებით 8-9 მეტრიდან გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო – 101:99.

დარჩენილ 6 წამში “მარნეულმა” მოასწრო შეტევის ორგანიება, თუმცა საბა ლობჯანიძემ ჯერ სამქულიანი ააცილა, შემდეგ კი მისივე აცილებულიდაამატა, მაგრამ … გამარჯვებულ რუსთაველებს 29 ქულით, 6 პასით და 4 ჩაჭრით ბლეიზეკმა ულიდერა. 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა ტაირელ ნელსონმა, ხოლო რეზო ჩაჩანიძემ შეხვედრა 24 ქულით და 5 პასით დაასრულა. ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა პოლ კუპერმა. “მარნეულში” 26 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი. 24 ქულა აბა ლობჯანიძემ მოაგროვა, ხოლო ნიკ ნილმა პირად ანგარიშზე 20 ქულა ჩაიწერა.

შეხვედრას  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

წყარო

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY