ირაკლი ტაბაღუა მე-16 საჯარო სკოლაში მივიდა

0
359

რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლაში, სადაც დღეს დილით მოსწავლეები ცუდათ გახდნენ, მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მივიდა.

„როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე მოვიდა. რამდენიმე ბავშვი მშობლების თანდასწრებით გადაიყვანეს სახლში. ძირითადი სიმპტომები ჰქონდათ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ სასმელი წყალი დღეს სკოლაში ყველას არ დაულევია, ზოგმა სკოლის სასადილოში საკვები შეიძინა, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთეთ და ჩავრთეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო, გამოვიძახეთ ეპიდემიოლოგები, რომლებიც სიტუაციას შეისწავლიან“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მეშვიდე კლასის მოსწავლეები, სავარაუდოდ, წყლისგან მოიწამლნენ. სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეებმა წყალი სკოლის ტერიტორიაზე მიიღეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდათ.

შექმნილი მდგომარეობის გამოკვლევისა და ბავშვების ცუდად გახდომის რეალური მიზეზის დადგენის მიზნით ტარდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სკოლის ბუფეტში არსებული საკვების სრული ლაბორატორიული კვლევა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY