ძლიერი ქარი და ქარბუქი – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

0
1896

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 9 თებერვალს დღის პირველ ნახევარში შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი და ქარბუქი.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY