რუსთავში არსამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება

0
87

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, რომელმაც უმრავლესობას საკუთარი ახალი ინიციატივა და სამომავლო გეგმები გააცნო.

საკრებულოს თავმჯდომარის ახალი ინიციატივა ეხებოდა არსამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნას, რომლის მიზანიც საქმიანი, მჭიდრო და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება იქნება რუსთავის საკრებულოსა და რუსთავში მოქმედ არასამთავრობო სექტორს შორის.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძეც ესწრებოდა, რომელმაც ასევე წამოჭრა რამდენიმე სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივა.
შეხვედრა იდეების გაცვლის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრებს საკრებულოს უმრავლესობა სამომავლოდაც გეგმავს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY