რუსთავის ბაგა-ბაღების მენიუში ცვლილებებია

0
481

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების ახალი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, ცვლილებები შევიდა რუსთავის სკოლამდელი დაწესებულებების მენიუშიც, როგორც ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანებაში” აღნიშნავენ, შემცირდა ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების წილი, შაქარი და მარილი. გაიზარდა ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების რაოდენობა.

„ჩვენი პატარები იღებენ ,,A”კატეგორიის-ნატურალურ რძეს. მენიუს დაემატა ერთი წახემსება ხილით. ჩვენი გაერთიანების კვებისა და სანიტარული ნორმების ინსპექტირების განყოფილების მიერ მოეწყო მორიგი სამუშაო შეხვედრა პროდუქციის მომწოდებლებთან, რათა შევინარჩუნოთ კვების ხარისხი, პროდუქტის დროული მიწოდება და ამ პროდუქტის ხარისხის სერთიფიკატთან შესაბამისობა. ბავშვთა საჭიროების ნუსხაში პირველ ადგილს ფიზიკური საჭიროება იკავებს. ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღებში საზოგადოებისთვის სენსიტიური თემაა.” – აცხადებენ ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანებაში”.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY