,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018″ ქვემო ქართლის რეგიონალურ თამაშებს რუსთავი უმასპინძლებს

0
65

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

მუნიციპალიტეტების სპორტული სამსახურის წარმომადგენლებს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წევრებმა და ღონისძიების სპონსორმა 2018 წლის რეგიონული თამაშების ფარგლებში, დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ოლიმპიადის სპონსორისგან, სპორტული ინვენტარი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს. ქვემო ქართლის რეგიონალურ თამაშებს კი ქალაქი რუსთავი უმასპინძლებს.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY