ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

0
67

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო სპეციალურად ქვემო ქართლის რეგიონისთვის ტურისტული მარშრუტების შემუშავებას.

კომპანიების წარმომადგენლებმა სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სფეროში არსებული კონკრეტული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე სტუმრებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, საკითხზე მსჯელობა, ფორუმის ფორმატში გაგრძელდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY