რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი ცნობილია

0
638

რუსთავის მერიაში, ქალაქის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი შეარჩიეს.
მერიის სხდომათა დარბაზში, კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი 53 ნამუშევარი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა.

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, საუკეთესოდ გიორგი შათირიშვილის პროექტი დასახელდა. გამარჯვებული კონკურსანტი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

„ლოგოს შერჩევისას არჩევანი გაკეთდა სიახლეზე, ღიმილზე და სიმარტივეზე. შერჩეული ლოგოს ავტორს, ჩვენ საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე, მცირე კორექტირების გაკეთებას შევთავაზებთ და უახლოეს პერიოდში ყველა ერთად ვიხილავთ მის საბოლოო ვარიანტს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი 25 იანვარს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გამარჯვებული ლოგო საიუბილეო ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული.

NO COMMENTS