ირაკლი ტაბაღუამ უხუცეს პედაგოგს დაბადების დღე მიულოცა

0
496

უხუცეს რუსთაველ პედაგოგ ვალია წურწუმიას, დღეს 98 წელი შეუსრულდა, ის დაწყებით კლასებს 62 წლის განმავლობაში ასწავლიდა და არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ვალია წურწუმიას, დღეს სახლში ესტუმრა. ქალაქის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგს, დაბადების დღე მიულოცა და განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური სიგელი და საჩუქრები გადასცა.

“ვალია წურწუმია დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, ის წლების განმავლობაში ყოფილ #15 სკოლაში, ამჟამინდელ #24 საჯარო სკოლაში ასწავლიდა და როგორც პედაგოგი მეც კარგად მახსოვს. მან არაერთი თაობა აღზარდა. ქალბატონ ვალიას დიდი დამსახურება აქვს რუსთავის წინაშე და ის მაგალითია იმისა თუ როგორი თავდადებული უნდა იყოს პედაგოგი“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

NO COMMENTS