2018 წლის საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში ბოლნისელი ვახტანგ ლაბაძე გახდა

0
1041

24-25 თებერვალს სპორტ კომპლექს „ახალ თბილისში“ მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. წელს პირველად კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, ჩემპიონატში   კაზრეთის მკლავჭიდის კლუბი ჩაერთო, რომელიც პირველობაზე რვა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

21 წლამდე ახალგაზრდების კატეგორიაში ( 80 კგ. წონითი კატეგორია) თავი ბოლნისელმა ვახტანგ ლაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც მარცხენა ხელით ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი მოიპოვა. ლაბაძეს ერგო მე-2 საპრიზო ადგილიც მარჯვენა ხელით ასპარეზობაში. კაზრეთის კლუბს „არემჯი“ 2017 წლიდან ყოველთვიურად აფინანსებს, კომპანია ზრუნავს სპორტსმენების ეკიპირებაზე და მათთვის საუკეთესო სავარჯიშო პირობების შექმნაზე.

NO COMMENTS