№39 საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
477

მე-17 მიკრორაიონში, №39 საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაზიანებული სახურავის შეკეთების თხოვნით რუსთავის მერიას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა ოჯახებმა მიმართეს. შენობის სახურავი დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გიორგი გოროზიასთან ერთად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადდება ტენდერი.

NO COMMENTS