ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობასთან ერთად სპორტული მოედნების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

0
561

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ჯანგიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც უახლოეს მომავალში სპორტული მოედნების მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.

ქალაქის მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2018 წელს, რუსთავში, ოთხი სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება.
ბათუმის ქუჩის #36, მეგობრობის გამზირის#30, მეგობრობის გამზირის #31 და #33 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი, მე-19 მიკრორაიონის #12 საცხოვრებელი შენობის ეზოში კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე მოეწყობა.

პროექტის ჯამური ღირებულება 163 467, 65 ათასი ლარია და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის მეშვეობით უკვე გამოვლენილია.

2018 წელს, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 12 მლნ ლარი დაიხარჯება.

რუსთავის მერი შესასრულებელი პროექტების პრეზენტაციას, ეტაპობრივად ყველა იმ უბანში გამართავს, სადაც წლის განმავლობაში ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

NO COMMENTS