რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

0
428

რუსთავის საქალაქო სასამართლოში რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული მუშების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც გათავისუფლებული მუშების ადვოკატი აცხადებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესზე იმ 57 მუშის საქმე განიხილება, რომელთაც ხელშეკრულება უკანონოდ აქვთ შეწყვეტილი.

შეგახსენებთ რომ, გასული წლის 26 იანვარს აზოტის ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350-მდე თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. საწარმოში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, ხელშეკრულების დარღვევაზე და უკანონო დათხოვნაზე საუბრობდნენ, რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, დიდი ნაწილი, კომპანიის მიერ შეთავაზებულ 400 ლარიან (სამი თვით) კომპენსაციას დათანხმდა. სასამართლო პროცესი თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს, 57 გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. აქამდე გამართული ყველა სხდომა მოსამზადებელი იყო, როგორც წინასწარ იყო ცნობილი ცნობილი დღეს პროცესზე საქმის არსებითი განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა კვლავ მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს.

გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავს.

NO COMMENTS