რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა იმართება

0
874

ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“ მიმდინარეობს.

ოლიმპიადის მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის აუცილებელი უნარები, გაეცნონ იმ პრინციპებს, რასაც ემყარება Mercedes-Benz-ის, BMW-ის, Ford-ის, Apple-ის, Microsoft-ის და სხვა მრავალი კომპანიის წარმატება, გაიგონ, თუ რომელი პროფესიაა მათთვის მოსაწონი ყველაზე მეტად და განუვითარდებათ დასაქმებისათვის საჭირო უნარები.
ოლიმპიადა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან, საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA.

ოლიმპიადის მხარდამჭერები: შემოსავლების სამსახური, ტერაბანკი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფინანსური მართვის ჯგუფი-FMG, სამოტივაციო ვებ-გვერდები –www.4motivi.com, BigMarket.ge და AMERICAN CORNER.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და სასწავლო გრანტებით. ასევე მხარდამჭერების მიერ დაწესებული საჩუქრებით.

ოლიმპიადამ სტარტი აიღო თბილისში 2016 წლის 14 ნოემბერს, რის შემდეგაც დაიგეგმა რეგიონებში გასვლა. გასულ წელს თამაში ჩატარდა ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

NO COMMENTS