ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდა

0
406

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ბოლნისის სარეაბილიტაციო- საგანმანათლებლო ცენტრი ,,განთიადი” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.

გრიგოლ ნემსაძემ და ბუბა გობეჯიშვილმა ცენრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიულოცეს და რელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას „ (What I bring to my community).

,,მოგეხსენებათ, 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა ,,ჭრელი წინდის“ აქციას, ვესტუმრეთ საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადს“, სადაც ჩვენი ბენეფიციარები ინკლუზიურ სწავლებას გადიან. გაბი.დავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. თითოეული ჩვენგანი ვალდებულნი ვართ დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS