გრიგოლ ნემსაძემ და დავით შერაზადიშვილმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

0
333

ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული ქვემო ქართლის გუბერნატორმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცეს.

გრიგოლ ნემსაძე დავით შერაზადიშვილთან ერთად ბოლნისის სათნოების სახლში ტკბილეულით ხელდამშვენებული მივიდა და მოხუცებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

ბენეფიციარებმა საპატიო სტუმრებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბოლნისის სათნოების სახლში 15 ბენეფიციარი ცხოვრობს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი არიან ფართით, საკვებითა და უფასო მედიკამენტებით.

,,სათნოების სახლის მოხუცებს, ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად ვესტუმრე და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მივულოცე. მათ მუდმივად სჭირდებათ ჩვენი მხრიდან ყურადღება და მოფერება, რაც ნამდვილად არ აკლიათ. სიმბოლურად ტკბილეული მივართვით. მინდა თითოეულ მათგანს გულით მივულოცო ბრწყინვალე აღდგომა, უფალმა დალოცოს და ჯანმრთელობა არ მოაკლოს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS