რუსთავის მერია და თეატრი დრამატურგთა კონკურსს აცხადებენ

0
764

ქალაქ რუსთავის 70-ე და რუსთავის თეატრის 50-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, მერია და პროფესიული დრამატული თეატრი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ცხოვრებისა დამოღვაწეობის შესახებ შექმნილი საუკეთესო პიესის გამოსავლენად დრამატურგთა კონკურსს აცხადებენ.

კონკურსის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პიესა, რომელიც ასახავს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს.

საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური დაასახელებს, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი დრამატურგები და რეჟისორები შევლენ.

საუკეთესო პიესის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება, პიესა მიმდინრე წლის შემოდგომაზე, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება.

NO COMMENTS