აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

0
515

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 2-დან 7 აპრილის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის სასაფლაოს მიმართულებით, დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იმოძრავებს.
8 და 9 აპრილს კი, სასაფლაოს მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის სამი ლოკაციიდან გადაიყვანს მგზავრებს და უფასოდ მოემსახურება.

#1 ლოკაცია – № 1 სკოლა – ფიროსმანის ქუჩა – № 2 სკოლა – კულტურისა და დასვენების პარკი – კოსტავას ქუჩა- შემოსავლების სამსახური – მერია – რუსთაველის ქუჩა – სასაფლაო.

#2 ლოკაცია – თბილისის ქუჩა – გმირთა მემორიალი – მეგობრობის გამზირი – ქუთაისის მოედანი – № 22 სკოლა – მე 17 მკ/ნი – მე 19 მკ/რნი – ახალი ხიდი – სასაფლაო.

#3 ლოკაცია – შარტავას № 5 – ლეონიძის ქუჩა – მე 12 მკ/რნ- ში მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესის მიმდებარე ტერიტორია – თოდრიის ქუჩა – სანაპიროს ქუჩა – სასაფლაო.

NO COMMENTS