ირაკლი ტაბაღუამ წარმატებული რუსთაველი სპორტსმენები დააჯილდოვა

0
527

რუსთავის მერი ევროპის ჩემპიონს, ახალგაზრდებს შორის, მოკრივე ლაშა გურულს, ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს, რუსთავის ფრენბურთის გოგონათა გუნდს შეხვდა და სპორტული მიღწევებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ირაკლი ტაბაღუამ სპორტსმენებს რუსთაველების სახელით, მადლობა გადაუხადა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურნირებში წარმატებული ასპარეზობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მომავალშიც არა ერთხელ ასახელებენ მშობლიურ ქალაქს.

შეხვედრაზე ქალაქის მერმა ახალგაზრდებს, რუსთავში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მოკრივე ლაშა გურულმა გასულ კვირაში, 64 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ალექსი წივწივაძე ჭაბუკთა შორის, საქართველოს თასის მფლობელი გახდა ნიჩბოსნობაში, რუსთავის ფრენბურთის გოგონათა გუნდი კი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

NO COMMENTS