რუსთავში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

0
574

რუსთავში, ა(ა)იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით და ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სპორტის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტსმენებს შორის ფრენბურთში, მინი ფეხბურთსა და ნიჩბოსნობაში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობაში, ახლაგაზრდა სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, დეპუტატებმა – ამირან ჯანჯღავამ და ბონდო მამაულაშვილმა.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები: მალხაზ კომლაძე, გრიგოლ ვეფხვაძე, დავით იშხნელი და გიორგი ტუხაშვილი დაესწრნენ.

NO COMMENTS