მერის საჩუქარი დასუფთავების აქციის აქტიურ მონაწილე ბიჭუნას

0
509

ქალაქისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, 12 წლის გუგა გოგნიაშვილი სპორტული მაისურით და ბურთით დაასაჩუქრა.

რუსთაველმა მოზარდმა ერთი კვირის წინ, XII მიკრორაიონში, ქალაქის მერთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო საცხოვრებელი კორპუსების ეზოების დასუფთავების აქციაში.

აქციის ფარგლებში, საცხოვრებელი შენობების ეზოების დასუფთავების პარალელურად, XII მიკრორაიონში, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მიმდებარედ, იფნისა და ნეკერჩხლის ნერგები დაირგო.

დასუფთავების მსგავსი აქციები ეტაპობრივად, რუსთავის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

NO COMMENTS