ირაკლი ტაბაღუამ სავალდებულო სამსახურში წვევამდელები გააცილა

0
658

სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, რუსთავიდან დღეს წვევამდელთა პირველი ნაკადი, 37 ახალგაზრდა გაიწვიეს.

წვევამდელები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გააცილა და წარმატებები უსურვა.

წვევამდელები დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

რუსთავიდან წვევამდელთა გაწვევის მეორე ეტაპი 30 აპრილსაა დაგეგმილი.

მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევა 26 იანვარს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება..

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითითებულ ვადაში გამოცხადდეს.

ქვეყნის მასშტაბით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს, კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.

NO COMMENTS