შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

0
587

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის CMSR) და საერთაშორისო კომპანია ,,რიკოს’’ წარმომადგენლებს შეხვდა.

ქალაქის მერმა სტუმრენს რუსთავის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო, მიაწოდა ინფორმაცია რუსთავში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტზე.

შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხებზე ისაუბრეს და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
სლოვენიური მხარე რუსთავში საირიგაციო სისტემის პროექტირებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი(CMSR) ეკონომიკური განვითარების სფეროში, 40-წლიანი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი არაკომერციული პროფილის კვლევისა და საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებს.

NO COMMENTS