მოზარდმაყურებელთა თეატრი რუსთავს ორი სპექტაკლით ეწვევა

0
1172

25 აპრილს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ორი  სპექტაკლით ეწვევა. 17 საათზე დასი პატარა მაყურებელს ,,რწყილი და ჭიანჭელას“ ცისფერი დარბაზის სცენაზე წარუდგენს, ხოლო 20 სთ-ზე, უკვე სპექტაკლის ,,ბილოქსი ბლუზის“ ჩვენება რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებლს, რწყილისა და ჭიანჭველას  თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს, სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.

სპექტაკლს ორი რეჟისორი ყავს: დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია, რომელიც აღნიშნული დადგმის ქორეოგრაფიც გახლავთ. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა თოჯინები, რომლებიც მხატვარ ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნის. მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ ფაიქრიძე.

აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ რწყილი და ჭიანჭველა“ იაპონელმა მაყურებელმაც იხილა , საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტაჟი აზიის“ ეგიდით გაიმართა.

NO COMMENTS