რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0
423

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა.

მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ინიციატივით, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, წიგნების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გამოფენა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის დღედ 1996 წლიდან აღინიშნება. 

NO COMMENTS