რუსთავის თეატრი სოხუმის დრამატულ თეატრს უმასპინძლებს

0
1028

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი საიუბილეო წელთან დაკავშირებით, განაგრძობს ქართული თეატრების მასპინძლობას. ამჯერად, 28 აპრილს, 20 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე  სოხუმის დრამატული თეატრი,  ხანოხ ლევინის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან სპექტაკლს,  ,,იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი დავით საყვარელიძე წარმოადგენს.

ეს არის სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად შერთავენ ასევე მახინჯ და ღარიბ პუპჩეს. თავგადასავალი იწყება მაშინ, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა მცნების “ინაყოფიერეთ და გამრავლდით” აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი იწყებენ გამოსავლის ძებნას. თუ როგორ სრულდება უბედური იაკიშის და საცოდავი პუპჩეს წვალება იხილავთ დავით საყვარელიძის სპექტაკლში “იაკიში და პუპჩე”

შემოქმედებითი ჯგუფი

რეჟისორი: დავით საყვარელიძე

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ: იაკიში – ჯანო იზორია, პუპჩე – ნინო შავგულიძე, იაკიშის დედა – სანათა ძაძამია, იაკიშის მამა – ნიკოლოზ წერედიანი, პუპჩეს დედა – მარინა სოლომონია, პუპჩეს მამა – დავით ბერაძე, ლეიბეხი – პაატა ვახტანგიშვილი,  მადამ პორცედესი – ბადრი ბეგალიშვილი, შამპინიე შანდელიე – მარიამ ყოლბაია.

NO COMMENTS