რუსთავის მერი ჩინელ ინვესტორებს შეხვდა

0
478

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცზიანსის პროვინციის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მერმა სტუმრებს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ჩინელი ბიზნესმენები რუსთავში ბიზნეს გარემოს შესწავლას და ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა ირაკლი ტაბაღუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში მიიწვიეს.

NO COMMENTS