რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

0
663

ფესტივალის დახურვის ცერემონიალი აღლუმით დაიწყო, რის შემდეგაც რუსთავის მერიაში ოფიციალური მიღება გამართა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და საკრებულოს წევრი ბონდო მამულაშვილიც დაესწრნენ.

მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე გალა-კონცერტი დაიწყო, რომელშიც გარდა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა, ლატვიის, ისრაელის, ესტონეთის და ფინეთის ქორეოგრაფიული კოლექტივებიც მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის და “არტ ფოლკის” ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: რუსთავის მერია, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF, იუნესკოს ცეკვის საეთაშორისო საბჭო (CID), გაზეთი “საქართველოს ქორეოგრაფთა” რედაქცია, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების ინსტიტუტი და ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.

NO COMMENTS