რუსთავში უსახური კონსტრუქციები დემონტაჟი გრძელდება

0
714

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინციატივით, შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები: გოჩა ლორია, ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოში ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ჯანგიძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა მისამართზე, საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორია უსახური კონსტრუქციებისგან, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
უსახური კონსტრუქციებისგან გათავისუფლებული ტერიტორია მომავალში გამწვანდება და მინი-სკვერიც მოეწყობა.

მერის ინიციატივით, მსგავსი აქციები ეტაპობრივად, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

NO COMMENTS