ლევან ონიანმა და გურამ კვარაცხელიამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

0
459

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კვარაცხელიამ, კლდიაშვილის ქუჩაზე N13,15,17,19 კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კვარეცხელიამ, შეკრებილ საზოგადოებას, თავის სამაჟორიტარო ოლქში, უკვე განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, შეხვედრაზე, მოსახლეობამ უპირველესად მოსაგვარებელ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადეს, კორპუსების ფასადები რომელიც ცენტრალურ გზას ესაზღვრება სავალალო მდგომარობაშია, შესაცვლელია N15 და N17 კორპუსების სახურავი, სადარბაზოებში დასამონტაჟებელია სენსორული განათება. მოსახლეობამ ასევე სურვილი გამოთქვა ეზოს კეთილომწყობის. მათი თქმით, სკვერის ტერიტორია არის გასაწმენდი და ინფრასტრუქტურით, კერძოდ განათების ბოძებით, სკამებითა და საბავშვო კონსტრუქციებით მოსაწყობი.
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას და მერიის შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.

NO COMMENTS