რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები და სპეციალური ინვენტარი გადაეცათ

0
704

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები და სპეციალური ინვენტარი გადასცეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ სამი რუსთაველიდან ერთ-ერთი, ვისთანაც დღეს ირაკლი ტაბაღუამ სამედიცინო ეტლი მიიტანა, ოცდაათ წელზე მეტია სახლიდან არ გამოსულა.

სოციალური აქცია რუსთავის მერიის და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის“ ორგანიზებით მოეწყო.

აქციაში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი და საკრებულოს სხვა წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.

NO COMMENTS