განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა სამედიცინო ეტლები და სპეციალური ინვენტარი გადასცეს

0
528

სოციალურ აქციაში, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დავით იშხნელმა, გიგა ჯღარკავამ, ზვიად დოლიძემ და ამირან ჯანჯღავამ, მიიღეს მონაწილეობა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდი“ რამდენიმე წელია რაც შეიქმნა და ფონდის ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე, რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს უწევს დახმარებას.

NO COMMENTS