რუსთავში გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო

0
645

რუსთავში დღეს გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერში, 130 ძირი პავლოვნიის ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გოჩა ჯანგიძემ და გიორგი ტუხაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, #17 და #20 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

300 ძირი ნერგი რუსთავის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად სანერგე მეურნეობა ,,პავლოვნიამ’’ გადმოსცა. აქედან 130 ძირი კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ დაირგო, დანარჩენი 170 ნერგი კი, ეზოების გამწვანებისთვის, ქალაქის საჯარო სკოლებზე გადანაწილდა.

NO COMMENTS