კოსტავას გამზირზე ავტომანქანებისთვის პარკირების ზონები იხაზება

0
673

ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

კოსტავას გამზირზე, #1-დან #19-მდე და #2-დან #18 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, გზის ორივე მხარეს, ავტომანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ზონები იხაზება.
ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნებიც დამონტაჟდება.

სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ახორციელებს და რამდენიმე დღეში დასრულდება.

NO COMMENTS