ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წელი ბოლნისში საზეიმოდ აღინიშნა

0
333

დღეს, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალეები შეიკრიბნენ, 73 წლის წინ ფაშიზმზე ბრწყინვალე გამარჯვება გაიხსენეს და გარდაცვლილი მეომრების პატივსაცემად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შინმოუსვლელთა მემორიალთან კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივებისა და ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძება გაიმართა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართა.
ბოლნისში დღეის მდგომარეობით 10 ვეტერანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 , ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.

,,მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი. განსაკუთრებით გვინდა მოვეფეროთ იმ ადამიანებს, იმ ომის ვეტერანებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა სამამულო ომის ქარტეხილმა. რომ არა მათი თავდადება და გმირული ბრძოლა, ჩვენ დღეს ვერ ვიცხოვრებდით თავისუფალ საქართველოში. ჩვენს მუნიციპალიტეტში წელს ეს დღე , მოკრძალებული ღონისძიებით აღვნიშნეთ, გარდა ამისა, ტრადიციულად ყოველწლიურად მატერიალურად ვეხმარებით ომის ვეტერანებს. მინდა დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ”,- გააცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS