დაბა კაზრეთში ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა  მიმდინარეობს

0
338

დაბა კაზრეთში ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა  მიმდინარეობს, რამდენიმე დღეა ტერიტორიაზე კომპანია ,,არემჯის’’ ტექნიკა მუშაობს.ადგილზე კომპანიის ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი სტადიონისთვის ტერიტორია მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, როგორც რაგბის გუნდის ,,ყოჩების ‘’ მწვრთნელი აღნიშნავს   პატარა სპორტსმენებს წლებია ფეხბურთის მინი სტადიონზე უწევდა ვარჯიში, მალე კომპანიის დახმარებით აშენებულ ახალ სტადიონზე ყველა მოზარდს შეეძლეება სრულფასოვანი ვარჯიში.

 

NO COMMENTS