ბოლნისში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0
430

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ახალი რეგულაციების შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებს, ლ. საყვარელიძის საელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა ესაუბრა. ლელა სტურუამ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თამბაქოს მოხმარებაზე არსებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე.

NO COMMENTS