ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები”

0
372

დღეს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები”.

კონფერენციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული თვითმმართვლობათა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, კონფერენციაზე სახელმწიფოს გენდული პოლიტიკის შემუშავების და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე ასევე მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარდგენა.

დღევანდელ ფორუმს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეები და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

NO COMMENTS