ხელოვნების სკოლაში კონკურსი „ვიოლინოს გასაღები 2018“ დაიწყო

0
541

რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, დღეს კლასიკური მუსიკის კონკურსი ,,ვიოლინოს გასაღები 2018’’ გაიხსნა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსში რუსთავისა და გარდაბნის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. 

საუკეთესო კონკურსანტი სპეციალური საჩუქრით დაჯილდოვდება.

მუსიკალური კონკურსი 6 ივნისს, გალა კონცერტით დასრულდება.

ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მერიის ხელშეწყობით, კლასიკური მუსიკის ეს კონკურსი რუსთავში უკვე მეოთხედ ტარდება. 

NO COMMENTS