რუსთავის ფსიქიკურ ჯანმრთელობის ცენტრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

0
412

რუსთავის ფსიქიკურ ჯანმრთელობის ცენტრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სტაციონარის პაციენტების ნამუშევრები, ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები, სამკაულები, აქსესუარები და ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი.

რუსთავის მერმა ცენტრის თანამშროლებს პროფესიული მოვალეობის პასუხისმგებლობით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებმა სპეციალურად მომზადებულ თეთრ ტილოზე, ფერადი საღებავებით, ხელის ანაბეჭდები დატოვეს.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 2011 წელს გაიხსნა.

NO COMMENTS