ირაკლი ტაბაღუა თურქეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

0
349

რუსთავის მერი ირააკლი ტაბაღუა, ვიცე მერ დავით კეკელიძესთან ერთად თურქეთში, ქალაქ ინეგოლში იმყოფება.
რუსთავის დელეგაცია ინეგოლში ქალაქის მერის მიწვევით გაემგზავრა. სტუმრებს მეზობელ ქვეყანაში ქართული სათვისტომო დახვდა.
ქალაქ ინეგოლის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. თავად ინეგოლის რაიონში კი 21 ქართული სოფელია. ისინი მაჭახლიდან, ჩაქვიდან, შუახევიდან, ხულოდან და მესხეთიდან არიან გადასახლებული. 
რუსთავსა და ინეგოლს შორის ქალაქების დაძმობილებისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2002 წელს დაიდო.

NO COMMENTS