რუსთავში სააგიტაციო მასალის განთავსების ახალი წესი მიიღეს

0
442

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირებისთვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ესთეთიკური ღირებულებებისა და იერსახის დაცვის მიზნით, სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის რუსთავის მუნიციპალიტეტმა ახალი წესი მიიღო.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი წინადადებით მერიამ საკრებულოს მიმდინარე კვირას მიმართა. საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს წევრებს შეხვდა და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, ქალაქის იერსახეზე ზრუნვის მიზნით, გადაწყდა რომ სააგიტაციო მასალების გაკვრა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში არსებული გარე განათების ბოძებსა და სააგიტაციო მასალისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ სტენდებზე, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში განთავსდება.

NO COMMENTS