„არემჯის“ მხარდაჭერა კაზრეთელ მოჭიდავე ბაჩუკი ავალიშვილს

0
428

კომპანია არემჯის კორპორატიული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი საზაფხულო შეკრებიდან დაბრუნებულ კაზრთელ მოჭიდავეებს შეხვდა და მათი მიღწევებისა და  სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

დაბა კაზრეთში მცხოვრები 16 წლის ბაჩუკი ავალიშვილი  ერთი წელია, რაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ასევე №1 ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (60 კგ წონით კატეგორია). წელს ავალიშვილი იმ 10 საუკეთესო მოჭიდავეს შორის მოხვდა, რომლებმაც 2-8 ივლისს ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში გამართულ ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს ბაჩუკი ავალიშვილს  ფულადი ჯილდო  სამახსოვრო საჩუქარი  გადაეცა.

„მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები გასცდნენ რეგიონის ფარგლებს და ჩვენს ქვეყანას უკვე საერთაშორისო დონეზე ასახელებენ. „არემჯი“ 2014 წლიდან რეგულარულად აფინანსებს დაბაში არსებულ ჭიდაობის სექციას და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევები ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაც არის. წარმატებას ვუსურვებთ კაზრეთელ სპორტსმენებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი  მხარდაჭერა, სტიმულს მისცემს სხვა ახალგაზრდებსაც.“ – განაცხადა ამირან ქართველიშვილმა.

NO COMMENTS