ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,ბოლნისქალაქობისთვის” ემზადება

0
233

30 სექტემბერს გრანდიოზული სახალხო დღესასწაული ბოლნისში

ყველაზე სახალხო და ყველაზე მასშტაბური დღესასწაული- ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,ბოლნისქალაქობისთვის” ემზადება.
ღონისძიება თავისი შინაარსით მრავალფეროვნი იქნება. ბოლნისი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე გერმანიიდან და იტალიიდან. ღონისძიებები გადანაწილებულია 3 ძირითად დროზე და გათვლილია ყველა კატეგორიის ადამიანზე.
ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვისაც, რომელიც უფასო იქნება.
ასე რომ, გელით არაჩვეულებრივი სანახაობა და საინტერესო კონცერტები.

ღონისძიებების სრული ჩამონათვალი
14:00 ღონისძიების გახსნა
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა; წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა – ავტორი პეტრე დანელია; ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი;
სპორტული აქტივობები: ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, კარატე.
ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში.

18:00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი
მოწვეულია საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც წარმოჩინდება ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით.
ანსამბლი „შუახევი“ და „ფესვები“ – აჭარული ფოლკლორი შუახევიდან
ანსამბლი „შგარიდა“ – სვანური ფოლკლორი დმანისიდან
ანსამბლი „ძირიანი“ – რაჭული ფოლკლორი ონიდან
ანსამბლი „პატარა კახი“ – კახური ფოლკლორი თელავიდან
ანსამბლი „სათანაო“ – თუშური ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლი „სახიობა“ – მეგრულ-იმერულ-გურული ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლები „სიონი“, „ბოლნელა“ და „ორბელი“ – ქართლური ფოლკლორი ბოლნისიდან
ანსამბლი ,Coro Fodom.“ – იტალიური მუსიკა იტალიიდან.
ბოლნისის საპატიო მოქალაქეების არჩევა.

20:00 „სუხიშვილები“
ყველასათვის ცნობილი – ქართული ნაციონალური ბალეტი.

ღონისძიების ორგანიზატორი:
ბოლნისის ა.ა.ი.პ. კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება

NO COMMENTS