„არემჯიმ“ ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა

0
257

„არემჯიმ“ ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა
დაბა კაზრეთის დღის ცენტრის ბენეფიციარებს კომპანია „არემჯის“ წარმომადგნელები ესტუმრნენ და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. კომპანიის თანამშრომლები ცენტრის ყოველდღიური მუშაობით დაინტერესდნენ და ხანდაზმულებისგან მოისმინეს თუ როგორ ატარებენ დროს. დაბა კაზრეთში დღის ცენტრი ორი წლის წინ „ღირსეული სიბერე“ პროექტის ფარგლებში დაარსდა და 120 ბენეფიციარს ემსახურება, პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრი ფუნქციონირებას იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აგრძელებს. დღის მანძილზე ხანდაზმულთა დღის ცენტრში ბენეფიციარები თავს სხვადასხვა სამაგიდო თამაშებითა და წიგნებით ირთობენ.

“დღეს ვესტუმრეთ დაბა კაზრეთის ხანდაზმულთა ცენტრს და მივულოცეთ აქ შეკრებილ ადამიანებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. მინდა გითხრათ, რომ დღის ცენტრში 120 ადამიანამდეა რეგისტრირებული, ყოველდღიურად მოდიან, ერთად ატარებენ გარკვეულ დროს. ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანისთვის მნიშნელოვანია ამ ადამიანებზე ზრუნვა. დღეს ტკბილეული მოვართვით, იმედი მაქვს რომ ეს ურთიერთობა არ იქნება ერთჯერადი და ჩვენ სისტემატიურად ვიზრუნებთ ცენტრში მოსულ მოხუცებზე.“ – განაცხადა „არემჯის“ პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ

NO COMMENTS