„არემჯის“ მხარდაჭერით თეატრმა „აზდაკის ბაღი“ დაბა კაზრეთში სპექტაკლი გამართა

0
285

10 იანვარს დაბა კაზრეთის კულტურის სახლში, კაზრეთის ახალგაზრდული  ჯგუფის ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ინტეგრირებულმა თეატრმა ,,აზდაკის ბაღი“ სპექტაკლი გამართა.

თეატრის დასმა კაზრეთელი მაყურებლისათვის საახალწლო განწყობა  კიდევ ერთხელ შექმნა და სპექტაკლი ,,საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ წარმოადგინა. „აზდაკის ბაღის“ დასისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სპექტაკლის კაზრეთში გამართვას, რადგან მათი მსახიობი ვანიკო ხმალაძე კაზრეთის მკვიდრია. ვანიკოს გამოჩენას სცენაზე დიდი ოცავიები მოჰყვა.

 ,,აზდაკის ბაღი“ 2016 წელს დაარსდა და იგი 16 ზრდასრულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აერთიანებს. დასმა დღემდე საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა განვლო. დღეს ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ და სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქებში მართავენ.

„ მოხარული ვარ, რომ  თეატრის საშუალებით ეს ახალგაზრდები ეზიარებიან ხელოვნებას და  ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ამ ბავშვებმა დღეს კიდევ ერთელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და თითოეული ჩვენგანის დახმარებით მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ თავი. ჩვენი კომპანია 2019-შიც გააგრძელებს, რეგიონში, განსაკუთრებით კი კაზრეთში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებებში თავად კაზრეთელი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურად ჩართულნი.„ – განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასტან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

NO COMMENTS