ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს

0
67

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეხვდა და 29 წლის წინ ბაქოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. 
სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა ის პოლიტიკური ვითარება განიხილა, რომელიც 3 ათეული წლის წინ აზერბაიჯანში იყო. დურსუნ ჰასანოვმა საბჭოთა არმიის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტრაგედია გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები რამდენიმე თვით ადრე საქართველოშიც განვითარდა,რასაც ასევე უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. ,,შავი იანვრის” ქრონიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

NO COMMENTS