ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი ქართული ქვევრის ვისკის და ღვინის ექსკლუზიური სახეობების წარმოება იზრდება

0
311

ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი ქართული ქვევრის ვისკის და ღვინის ექსკლუზიური სახეობების წარმოება იზრდება
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქვევრი ტრადიციულად ღვინის დასაყენებლად და მარცვლეულის შესანახად გამოიყენება. თუმცა თიხის უნიკალურ ჭურჭელს უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებული ძირითადი დანიშნულების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. დღეს უკვე ENPARD-ის ბენეფიციარი ალექსანდრე კვერნაძის გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა ამტკიცებს, რომ ქვევრის გამოყენებით, არც მეტი, არც ნაკლები, ვისკის დამზადებაც შესაძლებელია.
ვისკი მაღალალკოჰოლური, არომატული სასმელია, რომელიც მარცვლეულის გამოხდით მიღებული სპირტის მუხის კასრებში დაძველებით მიიღება. ვისკის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენთვის აღსანიშნავია პირველი ქვევრში გამოხდილი ქართული ვისკის შექმნის პროცესი და აღნიშნული გამოგონების ავტორი, ლექსანდრე კვერნაძე, რომელიც ვისკის წარმოებისთვის უპირატესობას ანიჭებს სწორედ ქვევრს, როგორც დისტილაციის(გამოხდის) აპარატს.
ალექსანდრე კვერნაძე დამკვიდერებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალექსეევკაში. დღეს მის ძირითად საქმიანობას სწორედ ექსკლუზიური ვისკის წარმოება წარმოადგენს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მისი ბრენდი „ალექსანდრე დისტილერი“ ასევე აერთიანებს რამდენიმე სახეობის ღვინის, შარბათისა და ჭაჭის წარმოებას. ამასთან, ალექსანდრე კვერნაძე მეგობრებთან ერთად ხელმძღვანელობს სოფელ ალექსეევკაში მდებარე ტურისტულ ობიექტს, ღვინისა და აგრო ტურიზმის განვითარებას კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გამარჯვების შედეგად მიღებული დაფინანსებით გეგმავს. პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს კონსორციუმი, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ხელმძღვანელობით.
„თავიდანვე მივხვდი, რომ ENPARD ჩვენი ბიზნესის გაფართოების საშუალებას გვაძლევდა. ეს იყო ჩემი ძირითადი ინტერესი, თუმცა, თავისთავად, მნიშნელოვანია ჩვენი საქმიანობის მიერ მოტანილი სიკეთე რეგიონის განვითარებისთვის. პროექტის წერის პრიცესში ძალიან მაღალკვალიფიციურ ადამიანებთან ერთად გავიარეთ ტრენინგები სათანადო განაცხადის გაკეთებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. სხვათა შორის, ეს არ იყო მარტივი. საკმაოდ რთული და შრომატევადია პროექტის სწორი მიმართულებით წერა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, LAG-ის ტექნიკური შინაარსის შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის ისევე, როგორც სხვა კონკურსანტებისთვის” – აღნიშნავს ალექსნდრე კვერნაძე.
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, ალექსანდრე კვერნაძის საქმიანობა სამი ძირითად მიმართულებით განვითარდება. პირველ რიგში, მეწარმე ვისკის წარმადობის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ეკოლოგიურად მართებულ ენერგეტიკულ დანადგარს შეიძენს. თუ დღეს 1000 ლიტრი ვისკი იწარმოება, ENPARD-ის მხარდაჭერით, აღნიშნული რაოდენობა 3-ჯერ უნდა გაიზარდოს. მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მარნის სრულყოფა, ქვევრების დამატება და ღვინის წარმოების გაზრდა. მარანი აშენდება ინოვაციური ტექნოლოგიით, რაც კვლავ ხელს შეუწყობს ალექსეევკაში ღვინისა და აგრო ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციას, რაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით, რაც ბაღის სათანადოდ მოწყობასა თუ ინვენტარის შეძენას გულისხმობს. ამასთან, ალექსანდრე კვერნაძის ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირისგან მიიღებს ტრაქტორს, რომელიც ხელს შეუწყობს მას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ეფექტურ წარმოებასა და ტურისტული ობიექტის უკეთესად მომარაგებაში.

NO COMMENTS