ლადო ათანელი ბოლნისში სოლო კონცერტს გამართავს

0
201

,,თანახმა ვარ ჩამოვიდე და ბოლნისელებს ვაჩუქო სოლო კონცერტი“- ლადო ათანელი.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ბესარიონის სიონში მოღვაწეობის 30 წლის იუბილეზე, მოწვეულ სტუმრებს შორის, ბოლნისის მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ბარიტონი, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლადო ათანელი იმყოფებოდა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს სავარაუდოდ ახლო მომავალში სოლო კონცერტით ეწვევა. ,, როდესაც ბოლნისში შემოვედი, ჩემს წინ სრულიად განსხვავებული სამყარო გადაიშალა. მოხიბლული ვარ ბოლნისით და აქ მცხოვრები საზოგადოებით. ასეთი მოვლილი და კოპწია მხარე იშვიათია. იმხელა სითბო და სიყვარული იგრძნობა, რომ თანახმა ვარ ჩამოვიდე და ბოლნისელებს ვაჩუქო სოლო კონცერტი“,-განაცხადა ლადო ათანელმა.

წყარო: BOLNISI.GE

NO COMMENTS