2019 წლის 1 ინვრიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა

0
124

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში პროექტების შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე მოქალაქეებს ეძლევათ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინფორმაციის თავისუფლად მიღების, საპროექტო წინადადებების შემუშავების, წარდგენის, მათ შესახებ ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფის სახით. მუნიციპალიტეტი ყველა შესაძლო საშუალებით მოახდენს პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პროცედურების ორგანიზებასა და მათი სხდომების ჩატარების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე საპროექტო წინადადებების მოქალაქეებისგან მიღებას ახდენენ მერიის უფლებამოსილი პირები, რომლებიც განსაზღვრული არიან მერის შესაბამისი ბრძანებით. ბრძანება-სოფლის პროგრამა 2019
ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შეუძლია გადმოიწეროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საიტიდან (www.bolnisi.gov.ge) საპროექტო წინადადებების ფორმა ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინოს მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნას მერიის უფლებამოსილ პირებს (მ.შ. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მას ფორმის შევსებაში.

NO COMMENTS